ლადო ასათიანი დაიბადა ქუთაისში. 1938 წ. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1936 წ. ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“.
1939 წ. ტუბერკულიოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. მან 1940-41 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“. წიგნი დაიბეჭდა 1943 წ. პოეტს გაუგზავნეს 10 ცალი საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ცალის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი.
26 წლის პოეტს თავისი წიგნის გამოცემით მონიჭებული სიხარული არ უგრძვნია, ისე გარდაიცვალა. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.
გალაკტიონ ტაბიძე (დ. 17 ნოემბერი, 1891 წელი, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში — გ. 17 მარტი, 1959 წელი, თბილისი) — ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წლიდან), XX საუკუნისქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.
გალაკტიონი არის როგორც ჩემი ასევე ყველას საყვარელი პოეტი http://ka.wikipedia.org/wiki/გალაკტიონ_ტაბიძე და http://ka.wikipedia.org/wiki/ლადო_ასათიანი
No comments:
Post a Comment