Saturday, December 22, 2012

სათაფლიის კასტრული მღვიმეები



სათაფლიის კარსტული მღვიმეები — კარსტული მღვიმეების ჯგუფი დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (იმერეთი). ქუთაისისჩრდილო-დასავლეთით 7 კმ-ზე. მღვიმეები განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე.
მღვიმეთა აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 275 მეტრიდან 405 მეტრამდე.[1]სათაფლიის მღვიმეთა ჯგუფი მდიდარია, როგორც ესთეტიკურად, ისეფაუნისტური და ფლორისტული სახეობების სიმრავლით. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყერელიქტური და ენდემური ნიმუშებით დადინოზავრის ნაკვალევით.
საკუთრივ სათაფლიის მღვიმე ერთ-ერთია იმ 5 გამოქვაბულიდან რომელიც გამოყენებულია ტურისტული მიზნით. საკუთრივ სათაფლიის მღვიმე მდებარებს სამგურალის სერზე, ზღვის დონიდან 360 მეტრზე. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. მღვიმის შესასვლელი ძაბრისებრი ღრმულის ფსკერზე მდებარეობს. წინა ნაწილში გვხვდება ეროზიული საფეხურები.[1]შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრში არის ულამაზესი „გუმბათოვანი დარბაზი“, ხოლო 150 მეტრში „ნაღვენთების სასაფლაო“. მღვიმეს აქვს განშტოებებიც. სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძეა დაახლოებით 900 მეტრი. სიმაღლე – 10 მეტრს აღემატება, ხოლო სიგანე უდრის 14-15 მეტრს.[1]
ჩასასვლელშივე ყურადღებას იპყრობს წყლის ჩხრიალი, რომელიც იქვე ხელმარცხნივ ბნელი ყელიდან მოისმის. ეს ის ბუნებრივი ხვრელია საიდანაც ჭაბუკიანი პირველად შემოვიდა ამ მღვიმეში. მღვიმეში სტალაქტიტების დასტალაგმიტების ტყეა. დარბაზის ცენტრში აღმართულია დიდი ზომის სოკოსებრისტალაგმიტი და მოქმედი სტალაქტიტი, საიდანაც ნაჟური წყალი მოედინება. სტალაქტიტები და სტალაგმიტები ზოგან ერთდება და ქმნის დიდი ზომის სვეტებს, რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან და კედლებთან ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს.
მღვიმე მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით – გარდა სტალაქტიტებისა დასტალაგმიტებისა მღვიმეში მოიპოვება სვეტები , ლოდნარები, ნაზვავები და თიხის სქელი ნაფენები. მღვიმის ჰავა სტატიურია და უდრის 11-12 გრადუსს. აქვეა ოღასყურას მიწისქვეშა დინება. ზამთრის პერიოდში ნაკადის დინება მერყევია. ორგანული სამყარო შეიცავს ობობებს, მტკნარი წყლის მოლუსკებს, სხავასხვა ჭიებს, სოკოებს, ხავსებსა და სხვ. სათაფლიის მღვიმე ადვილი მისადგომია (თუ არ ჩავთვლით მის განშტოებებს). მღვიმე 1925 წელს აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს.
სათაფლიის II მღვიმე მდებარეობს საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან დასავლეთით 700 მეტრზე და მას ასევე გეოგრაფიის ინსტიტუტის მღვიმე ეწოდება.[1] იგი წარმოადგენს შრეთაშორის დაღმავალ მღვიმეს. შესასვლელი ვიწროა. ფსკერი დასერილია კარული ზედაპირებით. შესასვლელიდან დაახლოებით 80 მეტრზე იხსნება პირველი დიდი დარბაზი. გამოსაყოფია ასევე „გიგანტური დარბაზი“ და „ლოდთა დარბაზი“. დამახასიათებელია სხვადასხვა ფორმის ღრმულები, რომელიც წარმოქმნილია კოროზიის შედეგად. მღვიმე ძალზე მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით. არის სტალაქტიტები, რომლებსაც მინიატურული ფორმა აქვს. აქვეა სტალაგმიტებისტალაგნატები, იშვიათიჰელიქტიტები და ჰელიგმიტებიც კი. გვხვდება ასევე დიდ სისქის ნგრეული მასალა. ჰავა დინამიურია. გაედინებანაკადული, რომელიც პატარა ტბას აჩენს. დამახასიათებელია ფაუნის ელემენტები. გავლა ადვილია.[1]
საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან 600 მეტრში იხსნება სათაფლიის III მღვიმე, რომელიც ზღვის დონიდან 405 მეტრზე მდებარეობს. შედარებით პატარაა. არის სტალაქტიტები და ნაღვენთები. გავლა ადვილია.[1]
საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან ახლო მოშორებით არის სათაფლიის IV მღვიმე, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 305 მეტრზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. არის ქიმიური წარმონაქმნები. აქვეა ოღასყურას მღვიმე(სათაფლიის მღვიმის გამოსასვლელი), რომელიც მდებარეობს სამგურალის სერის სამხრეთ კალთაზე. აღსანიშნავია, რომ მღვიმიდან გამოედინება ნაკადი, რომელიც დასაბამს აძლევს მდინარე ოღასყურას.[1]                                                                                                                                                                                                                                                                                                                        http://ka.wikipedia.org/wiki/სათაფლიის_კარსტული_მღვიმეები                                                                                     

Friday, December 21, 2012

იმერეთის ჰიმნი

http://www.youtube.com/watch?v=HfgbJjjyLw0

იმერეთის გირსშესანიშნაობები



ცნობილი იმერლები

ლადო ასათიანი (1917-1943)

ლადო ასათიანი დაიბადა ქუთაისში. 1938 წ. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1936 წ. ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“.
1939 წ. ტუბერკულიოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. მან 1940-41 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“. წიგნი დაიბეჭდა 1943 წ. პოეტს გაუგზავნეს 10 ცალი საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ცალის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი.
26 წლის პოეტს თავისი წიგნის გამოცემით მონიჭებული სიხარული არ უგრძვნია, ისე გარდაიცვალა. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.      


გალაკტიონ ტაბიძე (დ. 17 ნოემბერი1891 წელივანის რაიონის სოფ. ჭყვიში — გ. 17 მარტი1959 წელითბილისი) — ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წლიდან), XX საუკუნისქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.

გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. "პოეტების მეფემ" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გალაკტიონი არის როგორც ჩემი ასევე ყველას საყვარელი პოეტი                                                                                                                                                                                                                                                         http://ka.wikipedia.org/wiki/გალაკტიონ_ტაბიძე და http://ka.wikipedia.org/wiki/ლადო_ასათიან

სტუმართმოყვარე იმერეთი

 

http://www.youtube.com/results?search_query=saqeifo+imereti&oq=saqeifo+imereti&gs_l=youtube.3..0.5803.10757.0.12200.15.12.0.3.3.0.423.1593.1j0j5j0j1.7.0...0.0...1ac.1.sVtyMyXjsts

Thursday, December 20, 2012

ვიდეო იმერეთზე

                                                                                                                                                                                                                                                                                            http://www.youtube.com/watch?v=R4RilWMKnNM                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                

Friday, December 14, 2012

გელათი

                                                      გელათი

  XII საუკუნეში, მანამადე არსებული საგანმანათლებლო ცენტრების ბაზაზე, საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელმა გელათის სასულიერო და საერო მეცნიერებათა გასაღრმავებლად დაარსა. მიზანი საგანმანათლებლო საქმიანობის განახლება და ეპოქის შესაბამისად მისი თვალსაჩინოდ დაწინაურება იყო. სახელიც სათანადო შეურჩია: გაენათი - “სამოთხის კარს” ნიშნავს. საუკუნეების განმავლობაში ეს იყო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, რომელსაც საქართველოს დასავლურ ცივილიზაციასთან დამაკავიშირებელი ფუნქცია ჰქონდა და ისეთივე მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს კულტურის ისტორიისათვის, როგორც მანგანის აკადემიას ბიზანტიისათვის. გელათის აკადემიაში შექმნილ ხელნაწერ წიგნებს შორის ზოგიერთს მსოფლიო მნიშვნელობა აქვს და ამჟამად ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახებ




http://ka.wikipedia.org/wiki/გელათის_მონასტერი





იმერეთის მდებარეობა

მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).
  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
    იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.                                                                                                                                                                                                                                                                                                                    
 http://ka.wikipedia.org/wiki/იმერეთი

იმერეთის ბუნება

                                      
მერეთის მხარე ფლორითა და ფაუნით მდიდარია. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250 000 ჰა უჭირავს, რომელიც ძირითადად მთაგორიან ლანდშაფტზეა განფენილი. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია. ფოთლოვან ტყეებთან ერთად აქ გვხვდება წიწვოვანი და შერეული ტყეები, კავკასიისათვის დამახასიათებელი ფაუნის წარმომადგენლები — კავკასიური დათვიტახი,ირემიშველიმელამგელი და ტურა, ფართოდაა წარმოდგენილი ფრინველთა სამყარო. ჯერ კიდევ შემორჩენილია ეკოლოგიურად სუფთა და ხელშეუხებელი ბუნება, განსაკუთრებით მთაგორიან რეგიონებში. ასეთ ზონებს მიეკუთვნება სათაფლიის, აჯამეთის, მუხნარის, ვანის, ჭიათურის, ბაღდათის და განსაკუთრებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელსაც 24000 ჰა ტერიტორია უჭირავს. ტურიზმისა და დასვენების ზონებს მიეკუთვნება ტყიბულის, შაორისა და რიონჰესის წყალსაცავების ტერიტორია. გარდა დიდი ტბებისა იმერეთში მრავლად არის მცირე ბუნებრივი ტბები 1000 და 1500 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.                                                                                                                                                                              http://ka.wikipedia.org/wiki/იმერეთი

იმერეთის ისტორია

                                                  იმერეთის ისტორია

იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთიეგრისიაფხაზეთი.
საკუთრივ იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე. იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისშივანშივარციხეში(როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკოომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.                                                                      http://ka.wikipedia.org/wiki/