კვლევა
საქართველო არის ძალიან ლამაზი ქვეყანა თავისი ულამაზესი კუთხეებით მაგალითად როგორიცა იმერეთი.იმერეთი არის მდიდარი კუთხე.არცერთი ტურისტი არ დარჩება გულგრილი ამ კუთხის მიმართ.მინდა ავგნიშნო რომ იმერეთი გამოირჩევა სთუმართმოყვარეობით რაც საბედნიეროდ ოდითგანვე იყო და დღესაც გრძელდება.იმერეთი გამოირჩევა უგემრიელესი იმერული ხაჩაპურით.იმერეთში არის 333 ისტორიული ძეგლი რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის.მათი ადგილმდებარეობა იმერეთის უმნიშვნელოვანეს ლანდშაფტის პირობებში განუმეორებელ სთაბეჩტილებას ტოვებს ნმნახველზე.ეკოლოგიური სისუფთავე და ველური ხელშეუხებელი ბუნება საინტერესოს ხდიდა და დგესაც ხდის მოგზაურისათვის.იმერეთი გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით რაც ოდიტგანვე მოგვსდევს ჩვენი წინაპრებიდან და მიხარია რომ ეს გრდზელდება დგესაც და მე იმედი მაქვს რომ ამ ტრადიციას გააგრზელებენ ჩვენი შთამომავლობა.ასევე იმერეთშია მრავცალი ეკლესია მონასტრები რომლებმაც მრავალ საუკუნეს გეს რესტავრირებულია.აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ადრე იმერეთში არ იყო პარლამენტის სჰენობა დგეს კი არის.ასევე ადრე ხარაგაულის რაიონ სოფელ ზვარეში მიწიდან ამოდის მინერალური წყალი რომელსაც "მჟავე წყალს"ეძახიან და იყო ქარხნები სადაც ამ წყალს ასხამდნენ ბოტლებში და გაჰქონდათ გასაყიდად.მაგრამ სამწუხაროდ ეს ქარხანა დგეისათვის არ ფუნქციონირებს.ასევე ზვარეში ადრე არ იყო კურორტი ნუნისი დგეს კი ეს კურორტი არსებობს და ყოველწლიურად იზრდება დამსვენებლისა და ტურისტების რიცხვი.ამ კურორტზე არის მჯავე წყალი რომელიც ძალიან ბევრ დაავადებულს შველის .ასევე ამ ულამაზეს ზვარეში არის ბერების კლდე რომელიც დგესაც არის.აქ ადრე ცხოვრობდნენ ბერები დგეს კი ცარიელია
იმერეთი
Wednesday, January 23, 2013
Saturday, December 22, 2012
სათაფლიის კასტრული მღვიმეები
სათაფლიის კარსტული მღვიმეები — კარსტული მღვიმეების ჯგუფი დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (იმერეთი). ქუთაისისჩრდილო-დასავლეთით 7 კმ-ზე. მღვიმეები განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე.
მღვიმეთა აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 275 მეტრიდან 405 მეტრამდე.[1]სათაფლიის მღვიმეთა ჯგუფი მდიდარია, როგორც ესთეტიკურად, ისეფაუნისტური და ფლორისტული სახეობების სიმრავლით. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყე, რელიქტური და ენდემური ნიმუშებით დადინოზავრის ნაკვალევით.
საკუთრივ სათაფლიის მღვიმე ერთ-ერთია იმ 5 გამოქვაბულიდან რომელიც გამოყენებულია ტურისტული მიზნით. საკუთრივ სათაფლიის მღვიმე მდებარებს სამგურალის სერზე, ზღვის დონიდან 360 მეტრზე. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. მღვიმის შესასვლელი ძაბრისებრი ღრმულის ფსკერზე მდებარეობს. წინა ნაწილში გვხვდება ეროზიული საფეხურები.[1]შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრში არის ულამაზესი „გუმბათოვანი დარბაზი“, ხოლო 150 მეტრში „ნაღვენთების სასაფლაო“. მღვიმეს აქვს განშტოებებიც. სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძეა დაახლოებით 900 მეტრი. სიმაღლე – 10 მეტრს აღემატება, ხოლო სიგანე უდრის 14-15 მეტრს.[1]
ჩასასვლელშივე ყურადღებას იპყრობს წყლის ჩხრიალი, რომელიც იქვე ხელმარცხნივ ბნელი ყელიდან მოისმის. ეს ის ბუნებრივი ხვრელია საიდანაც ჭაბუკიანი პირველად შემოვიდა ამ მღვიმეში. მღვიმეში სტალაქტიტების დასტალაგმიტების ტყეა. დარბაზის ცენტრში აღმართულია დიდი ზომის სოკოსებრისტალაგმიტი და მოქმედი სტალაქტიტი, საიდანაც ნაჟური წყალი მოედინება. სტალაქტიტები და სტალაგმიტები ზოგან ერთდება და ქმნის დიდი ზომის სვეტებს, რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან და კედლებთან ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს.
მღვიმე მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით – გარდა სტალაქტიტებისა დასტალაგმიტებისა მღვიმეში მოიპოვება სვეტები , ლოდნარები, ნაზვავები და თიხის სქელი ნაფენები. მღვიმის ჰავა სტატიურია და უდრის 11-12 გრადუსს. აქვეა ოღასყურას მიწისქვეშა დინება. ზამთრის პერიოდში ნაკადის დინება მერყევია. ორგანული სამყარო შეიცავს ობობებს, მტკნარი წყლის მოლუსკებს, სხავასხვა ჭიებს, სოკოებს, ხავსებსა და სხვ. სათაფლიის მღვიმე ადვილი მისადგომია (თუ არ ჩავთვლით მის განშტოებებს). მღვიმე 1925 წელს აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს.
სათაფლიის II მღვიმე მდებარეობს საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან დასავლეთით 700 მეტრზე და მას ასევე გეოგრაფიის ინსტიტუტის მღვიმე ეწოდება.[1] იგი წარმოადგენს შრეთაშორის დაღმავალ მღვიმეს. შესასვლელი ვიწროა. ფსკერი დასერილია კარული ზედაპირებით. შესასვლელიდან დაახლოებით 80 მეტრზე იხსნება პირველი დიდი დარბაზი. გამოსაყოფია ასევე „გიგანტური დარბაზი“ და „ლოდთა დარბაზი“. დამახასიათებელია სხვადასხვა ფორმის ღრმულები, რომელიც წარმოქმნილია კოროზიის შედეგად. მღვიმე ძალზე მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით. არის სტალაქტიტები, რომლებსაც მინიატურული ფორმა აქვს. აქვეა სტალაგმიტები, სტალაგნატები, იშვიათიჰელიქტიტები და ჰელიგმიტებიც კი. გვხვდება ასევე დიდ სისქის ნგრეული მასალა. ჰავა დინამიურია. გაედინებანაკადული, რომელიც პატარა ტბას აჩენს. დამახასიათებელია ფაუნის ელემენტები. გავლა ადვილია.[1]
საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან 600 მეტრში იხსნება სათაფლიის III მღვიმე, რომელიც ზღვის დონიდან 405 მეტრზე მდებარეობს. შედარებით პატარაა. არის სტალაქტიტები და ნაღვენთები. გავლა ადვილია.[1]
საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან ახლო მოშორებით არის სათაფლიის IV მღვიმე, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 305 მეტრზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. არის ქიმიური წარმონაქმნები. აქვეა ოღასყურას მღვიმე(სათაფლიის მღვიმის გამოსასვლელი), რომელიც მდებარეობს სამგურალის სერის სამხრეთ კალთაზე. აღსანიშნავია, რომ მღვიმიდან გამოედინება ნაკადი, რომელიც დასაბამს აძლევს მდინარე ოღასყურას.[1] http://ka.wikipedia.org/wiki/სათაფლიის_კარსტული_მღვიმეები
Friday, December 21, 2012
ცნობილი იმერლები
ლადო ასათიანი (1917-1943)
ლადო ასათიანი დაიბადა ქუთაისში. 1938 წ. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1936 წ. ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“.
1939 წ. ტუბერკულიოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. მან 1940-41 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“. წიგნი დაიბეჭდა 1943 წ. პოეტს გაუგზავნეს 10 ცალი საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ცალის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი.
26 წლის პოეტს თავისი წიგნის გამოცემით მონიჭებული სიხარული არ უგრძვნია, ისე გარდაიცვალა. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.
გალაკტიონ ტაბიძე (დ. 17 ნოემბერი, 1891 წელი, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში — გ. 17 მარტი, 1959 წელი, თბილისი) — ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წლიდან), XX საუკუნისქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.

გალაკტიონი არის როგორც ჩემი ასევე ყველას საყვარელი პოეტი http://ka.wikipedia.org/wiki/გალაკტიონ_ტაბიძე და http://ka.wikipedia.org/wiki/ლადო_ასათიანი
Thursday, December 20, 2012
Subscribe to:
Posts (Atom)